მოგზაურთა უმრავლესობისთვის ტურისტული კომპანიის შერჩევა ისეთივე რთული და საპასუხისმგებლოა, როგორც ოჯახის ექიმის, ბავშვის აღმზრდელის ან საქმიანი პარტნიორისა. ალბათ, ეს შეფასება გაზვიადებულად არ მოგვეჩვენება, თუ გავითვალისწინებთ ტურისტული მომსახურებების ხარისხის მნიშვნელობას თქვენი დასვენების დროს. ამიტომაც ტუროპერატორები და ტურისტული ფირმები ღონეს არ იშურებენ ტურისტთა მომსახურების გასაუმჯობესებლად – ირჩევენ მხოლოდ საიმედო პარტნიორებს, ქმნიან ყველაზე ოპტიმალურ პროგრამებსა და ტურებს. ჩვენ, m&n travel-ის კოლექტივი, თქვენსავით ვართ დაინტერესებული თქვენს წარმატებულ მოგზაურობასა და დასვენებაში!

 

რატომ უნდა ვიმოგზაურო საქათველოში?!

  • ვიგრძნო წარსულისა და აწმყოს შეხება
  • ვიბანაო ზღვაში, რომლიდანაც მთების საოცნებო ხედები იშლება
  • დავუყვე ველურ კანიონებს, რომელთაც ადამიანი იშვიათად სტუმრობს
  • ვეწვიო მთას, სადაც პირველქმნილი ბუნების წიაღში ერთმანეთს ერწყმის წარმართობა და ქრისტიანობა
  • შევეხო ბუნებას საკუთარი ხელით
  • დაეშვა თხილამრებითა თუ სნოუბორდით კავკასიონის ციცაბო ქედებზე
  • ჩავყვინთო გოგირდოვანი წყლების აუზში, სადაც წყალი უცეცხლოდ დუღს
  • გადავიღო ყველაზე ლამაზი ფოტოები დაუვიწყარი დღეების აღსანიშნავად